მადრიდის „რეალი“ და მადრიდის „ატლეტიკო“ მნიშვნელოვნად უსწრებენ სხვცა გუნდებს გაყიდული აბონემენტების რაოდენობით.
Diario Sport იუწყება, რომ მოქმედმა ჩემპიონებმა 60 707 აბონემენტი გაყიდეს. „ატლეტიკომ“ – 60 285.
მესამე ადგილზეა „ბეტისი“ (50 741), შემდეგ მოდიან „ატლეტიკი“ (43 649), „სევილია“ (39 500) და „რეალ სოსიედადი“ (38 000).
„ბარსელონა“ მე-15 ადგილზეა 22 600 აბონემენტით. ეს ალბათ იმის ბრალია, რომ გუნდი არ თამააშობს მშობლიურ „კამპ ნოუზე“, რომელიც რეკონსტრუქციაზეა. გუნდის საშნაო შეხვედრებს 49 ათასიან ოლიმპიურ სტადიონზე ატარებს.
GIPHY App Key not set. Please check settings