in

მადლობა ყველა ქართველს, მიყვარხართ: რამდენს მიიღებს მერაბ დვალიშვილი

UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.

პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მებრძოლებმა რამდენიმე დარტყმა გაცვალეს, მსგავსად წარიმართა მეორე რაუნდიც.

მესამე რაუნდში მერაბის უპირატესობა გამოიკვეთა, დვალიშვილმა რუსი მეტოქე ორჯერ პარტერში გადაიყვანა.

დვალიშვილის დომინაცია მეოთხე და მეხუთე რაუნდებშიც გაგრძელდა და მეტოქეს არაერთი დარტყმა მიაყენა, ნურმაგომედოვს არაფერი გამოსდიოდა და რუს მებრძოლს დაღლაც დაეტყო.

საბოლოოდ, მსაჯთა გადაწყვეტილებით გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის
ჩემპიონობა გასულ სექტემბერს, UFC 306-ზე მოიპოვა. ქართველი “მანქანა” ამ მომენტისთვის 12-მატჩიან წაუგებელ სერიაზეა

მერაბის ანგარიშზე MMA-ში 19 გამარჯვება და 4 მარცხია.

ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო.

აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირებაში ქართველმა მებრძოლმა ისტორია დაწერა. მან ჟორჟ სენ-პიერის რეკორდი მოხსნა და ორგანიზაციის ისტორიაში ყველაზე მეტი გდება (“თეიქდაუნი”) დააგროვა. კარიერის განმავლობაში დვალიშვილს 91 გდება აქვს შესრულებული, ჟორჟ სენ-პიერს კი 90 გდება ჰქონდა.

გამარჯვების შემდეგ დვალიშვილმა კომენტარი გააკეთა.

„მადლობა ჩემს გულშემატკივრებს და ყველა ქართველს, მიყვარხართ ქართველებო! იცით, რომ არასდროს ვჩერდები და მუდამ ვვარჯიშობ, მაგრამ როდესაც ბრძოლას 6 კვირით ადრე დავთანხმდი, ტრავმირებული ვიყავი. ფეხი მქონდა ნატკენი და ნაკერები მედო, თუმცა ვიცოდი, რომ UFC-ის ვჭირდებოდი.

უმარი ძლიერი მებრძოლია. მან მე მოხუცი მიწოდა. დიახ, მოხუცი ვარ, მაგრამ ყოველდღე ვვარჯიშობ. მჯერა, რომ შრომითა და საკუთარი თავის რწმენით, ყველაფრის მიღწევა
შესაძლებელია.

მთელი მსოფლიო ჩემ წინააღდეგ იყო, ფავორიტად არ ვითვლებოდი, მაგრამ ეს არ მაინტერესებს, მე საკუთარი თავის რწმენა მაქვს”, – განაცხადა დვალიშვილმა.

ბრძოლის შემდეგ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ მისი აზრით, მარცხს არ იმსახურებდა.

„წაგებას არ ვიმსახურებდი, ამ გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. პირველი სამი რაუნდი მე მოვიგე. პირველი რაუნდის შემდეგ ხელი ვიტკინე და სათანადო დარტყმების განხორციელებას ვეღარ ვახერხებდი, მიუხედავად ამისა, არ ვბრაზობ. მერაბის პერფორმანსი არ გამკვირვებია. ვიცოდი, რომ მასთან ბრძოლა რთული იქნებოდა”, – განაცხადა ნურმაგომედოვმა.

ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ილია თოფურია გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:

“მერაბ, ძმაო, რა მებრძოლი ხარ, ჩვენ შენით ვამაყობთ, ეს ხდება, როცა დაღესტნური ჭიდაობა ქართულს ხვდება”, – წერს თოფურია.

ქართველმა ამ გამარჯვებით 500 000 დოლარი გამოიმუშავა, დამატებით 50 000-ს კი ბონუსის სახით ივენთის საუკეთესო ბრძოლისთვის მიიღებს.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პსჟ ხვიჩასთან ერთად მეტს მიაღწევს, ვიდრე მესისთან, ნეიმართან, ზლატანთან… შოთა კვარას გაბრწყინებას ელოდება

შუამავლის სენსაციური აღიარება: ნეაპოლი აღშფოთდა – პსჟ-ს კვარა ზაფხულიდან უნდოდა