საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდაბ ვერ გავიდა, თუმცა ამის შანსი ურთულეს ჯგუფში ნამდვილად იყო. მიუხედავად ამისა, ჩვენმა ბიჭებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ხასიათი, ბრძოლისუნარიანობა და თავდადება და გულშემატკივარს მათი მისამართით ენა არ მოუბრუნდება. ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ კი ევროპის ჩემპიონატზე მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა:
“ახალგაზრდული ნაკრების სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც სლოვაკეთში ჩამოვიდა და ბოლომდე გვქომაგობდა; ყველა იმ ადამიანს, ვინც სახლიდან შორს წამოსულებს, საქართველოდან გვამხნევებდა და ბოლომდე სწამდა ჩვენი წარმატების.
მადლობა ჩვენი ეროვნული გუნდების ხელმძღვანელობას, ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბს, პერსონალს და ყველა იმ ადამიანს, ვინც განვლილ შესარჩევში და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მხარში გვედგა.
ჩვენ ფეხბურთელებს კი განვლილი 2-წლიანი ციკლისთვის მხოლოდ მადლობა ეკუთვნით და თითოეულ მათგანს მინდა წარმატება ვუსურვო!”
GIPHY App Key not set. Please check settings