საფრანგეთის ჩემპიონატის მესამე ტურში “ლიონმა” შინ “მარსელი” 1:0 დაამარცხა. მატჩს ესწრებოდა გიორგი მიქაუტაძეც, რომელიც კარიერას ესპანურ “ვილიარეალში” გააგრძელებს.
შეხვედრის შემდეგ გიორგი მოედანზე შევიდა და “ლიონს” გულიანად დაემშვიდობა.
“ლიონს” დამძიმებული გულით ვტოვებ. მსურდა, რომ აქ ჩემი კვალი დამეტოვებინა. თუმცა ეს ფეხბურთია და ასეც ხდება. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, საოცარი ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი გყავთ. მადლობა სიყვარულისთვის, რომელიც ჩემდამი გამოიჩინეთ”, – განაცხადა მიქაუტაძემ.
მიქაუტაძემ „ვილიარეალში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა, კონტრაქტს გააფორმებს და ახალ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ის ახალ კლუბს სანაკრებო პაუზის შემდეგ შეუერთდება და ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings