in

მადლობა აიაქსს: ცრემლნარევი ნოსტალგია და რჩეულ ჯენტლმენთა ლიგის დიადი წევრები – კრუიფი VS მარადონა

საფეხბურთო დღის წესრიგი იცვლება. გადავედით ერაში, სადაც ვებ-3 ტექნოლოგია გამეფდა. ზოგს “SPOTIFY” აწერია, ზოგსაც “COINBASE” და ა.შ.

ხშირად გაიგონებთ რომანტიკოსთა მხრიდან აღმოხდენილ უკმაყოფილებას, რომ ფეხბურთი უფრო მეტად საერთაშორისო ბიზნესის ყველაზე დიდი ულუფაა, ვიდრე გლობალიზაციის საუკეთესო იარაღი.

ეს შესავალი იმიტომ, რომ დღეს, “აიაქსი” “ნაპოლის” დაუპირისპირდება. ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოში იმედის ახალი ნაპერწკალი გააღვივა და პრობლემებით დახუნძლული რეალობისგან ორ საათიანი თავშესაქცევი კარი ჩამოასხა, რომლის შეღებაც საოცრებათა სამყაროში მოგზაურობის დასაწყისია…

ახლა კი იმ ხალხს უნდა მივუბრუნდეთ, რომელთა გამოისობითაც ეს სპორტი კიდევ უფრო პოპულარული და მიმზიდველი ლუკმა გახდა ფართო აუდიტორიისათვის.

დღეს იოჰან კრუიფის “აიაქსი” დიეგო არმანდო მარადონას “ნაპოლის” უმასპინძლებს. ვისაუბროთ ამ ხალხის შესახებ? არანაირი ფორმატი არ გვეყოფა. ზომით ბლოგსაც გაასწრებს, მაგრამ საკითხი იმდენად მასშტაბურია, რომ უნაპრალოდ მისი მიმოხილვა რჩეულებსაც კი გაუჭირდებოდათ. ჰოდა, თუკი ჩვენს შორის ნიკო ნიკოლაძე არ მოიძებნება, სადად გადავუხადოთ ამსტერდამის “აიაქსს” მადლობა იმ პოსტერისათვის, რომელიც სპეციალურად ამ მატჩს მიეძღვნა.

14 ნომრიანი იოჰან კრუიფი და 10-იანი დიეგო მარადონა ერთად, ვინ იცის, იქნებ, პოპკორნით ხელშიც, ელოდებიან როდის დაიწყება მატჩი. როგორი სიმბოლურია, “იოჰან კრუიფ არენას” ბინადრებს “დიეგო არმანდო მარადონას არენადან” დიასპორა ეწვევა… მატჩი 23:00 ზე დაიწყება.

What do you think?

Written by admin

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სხროიდერი: კვარაცხელია ერთი-ერთზე გამორჩეულად ძლიერია

აიმერიკ ლაპორტი: ამდენჯერ ხელი კონტრაქტზე არ მომიწერია