in

მაგნუს კარლსენი ტიტულს არ დაიცავს. ჭადრაკს ახალი ჩემპიონი ეყოლება

2013 წელს, ჯერ კიდევ 22 წლის მარგნუს კარლსენმა, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისათვის ბრძოლაში მოქმედი ჩემპიონი, ვიში ანანდი უმარტივესად 8.5:3.5 დაამარცხა და იმის შემდეგ ტიტულს არავინ მიახლოებია.

წლიდან წლამდე, პრეტენდენტები იღწვიან, რომ მაგნუსი რკინის ტახტიდან ჩამოაგდონ, მაგრამ ყველა მცდელობა ხელის მოცარვით დასრულდა. მოკლედ, კარლსენი ჯერ 31 წლისაა და, ალბათ, თავადვე თუ დაამარცხებს საკუთარ თავს, ჰოდა, ასეც მოხდა.

„დიდი ხანია ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული არ დავიცვა. ეს შარშან ან შარშანწინ არ დაწყებულა. ამ თემაზე ჩემს გუნდს, ფიდეს და იან ნეპომნიატჩის რეგულარულად ვესაუბრებოდი და გადავწყვიტე. მიზეზი? მოტივაცია არ მაქვს“.

ასე და ამგვარად, 2023 წელს ახალი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება. ფინალურ სერიას იან ნეპომნიატჩი და ჩინელი დინგ ლირენი გაითამაშებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გასარკვევი ორ მატჩში გაირკვევა: ბათუმი სიცხეში რთულ მატჩს ელოდება – ვიდეო

ლაშა ნოზაძე: მეტოქის არ გვეშინია