in

მაგარი დასაწყისი: მიქაუტაძემ გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა

გიორგი მიქაუტაძემ 2026 წლის პირველი შეხვედრა შესანიშნავად ჩაატარა და მისმა „ვილიარეალმა“ მე-18 ტურში სტუმრად „ელჩეს“ 3:1 რომ მოუგო, ამაში ქართველის წვლილი დიდია.

სტუმრებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს. მიქაუტაძემ მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი, კარგად იარა და საჯარიმოსთან მიახლოებულ თანაგუნდელს დროულად მიაწოდა, ისე, რომ თამაშგარეში არ აღმოჩენილიყო.

მალევე, მე-13 წუთზე მიქაუტაძემ დაახლოებით ისევ მოედნის ცენტრში იბრძოლა და ბურთი მარჯვნივ პეპეს მიაწოდა, თავად სწორედ მარჯვენა ფლანგზე გადაიწია და ბურთი იქ მიიღო, საჯარიმოში შესულმა კი შორეულ დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა.
მეორე ტაიმში მიქაუტაძეს დუბლის შესრულება შეეძლო, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მშვენიერი შანსით ვერ ისარგებლა. 75-ე წუთზე შეცვალეს.

მიქაუტაძემ Flashscore-სა და Whoscored-სგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები (8.1 და 7.8) მიიღო, sofascore-სგან კი 7.5. თუმცა ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მოლეირო აღიარა.

მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა და მე-3 ასისტი გააკეთა.
ყველა ტურნირზე კი 20 მატჩში 6 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს.

ელჩე – ვილიარეალი 1:3
გოლები: 0:1 მოლეირო (7), 0:2 მიქაუტაძე (13), 1:2 ნეტო (30), 1:3 პედრასა (83)

„ვილიარეალი“ 38 ქულით მე-3 ადგილზეა და 10 იანვარს „ალავესს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა მეცხრეა: საფრანგეთის 100 საუკეთესო ფეხბურთელი

ზურიკომ სრულად ითამაშა, სენტ ეტიენი სტუმრად კონკურენტს დაუზავდა