ესპანეთში, თასის 1/64-ფინალური მატჩები გაიმართა და თავი გამოიჩინეს ქართველმა ფეხბურთელებმა.
იური ტაბატაძის „კადისმა“ სტუმრად „მურსია“ დაამარცხა – 3:1. ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და ორი საგოლე პასი შეასრულა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს.
ასევე სტუმრად გაიმარჯვა ლუკა გაგნიძის „გრანადამ“, რომელმაც მესამე დივიზიონის „როდა“ 5:1 დაამარცხა.
გაგნიძემ შეუცვლელად ითამაშა და მანაც ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.
„კადისიც“ და „გრანადაც“ 1/32 ფინალში გავიდნენ.




GIPHY App Key not set. Please check settings