საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ძიუდოისტთა გრან სლემზე საქართველოს მესამე მედალი ლუკა მაისურაძემ მოუტანა.
ქართველმა ძიუდოისტმა, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ, წონა შეიცვალა -90 კგ-შიც შეძლო მედლის აღება. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მაისურაძემ ფრაგი ალექსის მატიუ ოსაეკომით (შებოჭვა) დაამარცხა. ხაშურელმა ფალავანმა ტურნირზე რუსეთის სახელით მოასპარეზე დავიდ ოგანესიანი და ავტრიის სახელით მოასპარეზე ქართველი მამლუქი შამილ ბორჩაშვილი დაამარცხა. მარცხი კი, იაპონელ კენტა ნაგასავასთან იწვნია.
GIPHY App Key not set. Please check settings