თბილისის „დინამოს“ მცველი ლუკა ლაცაბიძე დანიის სუპერლიგის „ვეილეში“ გადადის და იქ 6-თვიანი იჯარით ითამაშებს. ოღონდ, “ვეილეს” მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება. სეზონის დასრულების შემდეგ ლაცაბიძე “შახტარს” დაუბრუნდება.
ლუკა ახალ გუნდში 15-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრის ტრანსფერი დონეცკის „შახტარს“ ეკუთვნის.
მანამდე „შახტარს“ ლა ლიგა 2-ის „კადისი“ სთავაზობდა იჯარას, მაგრამ შეთანხმება ბოლომდე ვერ მივიდა.
გასული სეზონი ლაცაბიძემ „დინამოში“ ასევე იჯარით ჩაამთავრა.
„ვეილეში“ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კიდევ ერთი მცველი გიორგი ტაბატაძე თამაშობს.
კლუბი 12-გუნდიან ჩემპიონატში, 18 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლო ადგილზეა და მომდევნო შეხვედრა პრინციპული უწევს: მის წინ მყოფ, 14-ქულიან „ფრედერიკესთან“.



GIPHY App Key not set. Please check settings