ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ მოთამაშე ლუკა ლოჩოშვილზე ამ ბოლო დროს ბევრი იწერება. ქართველი მცველი იტალიური კლუბების სამიზნეში მოხვდა და სკაუტები ჩვენიანს საკონტროლო მატჩებზეც აკვირდებოდნენ. ახსენეს 4 გუნდი, თუმცა ბოლოს საერთოდ სხვა, სერია ა-ში დიდი ხნის შემდეგ დაბრუნებულ „კრემონეზეს“ ვარიანტზე დაიწერა, რომელიც ყველაზე რეალური ჩანდა.
დაუკრავს ლუკა ვიოლინოზე: ლოჩოშვილი კრემონეზეს უნდა, ავსტრიელებს სანაცვლოდ 2 მილიონი
იტალიური კლუბები ლოჩოშვილის დასაკვირვებლად ჩავიდნენ: ლუკა მილანთან განაადგურდა
და აი ახლა გავრცელდა ახალი ინფორმაცია, რომ ლოჩოშვილის სანაცვლოდ „ვერონამ“ ოფიციალურად მიმართა „ვოლფსბერგერს“ და ქართველის წასაყვანად კონკრეტული თანხა – 1.6 მლნ ევრო შეთავაზა.
ადრე ისიც დაიწერა, რომ ავსტრიელები ჩვენიანაში 2 მილიონს ითხოვდნენ, თუმცა სატრანსფერო ბაზარი ისეთი რამაა, ბევრად წარმოუდგენელ სიტუაციებში მოულაპარაკიათ და თუ რეალური ინტერესი გაჩნდა და თავად ფეხბურთელიც თანახმაა, ალბათ ეს სხვაობა გადაულახავი ბარიერი არ უნდა იყოს.
გასულ სეზონში “ვერონამ” საკმაოდ კარგად იასპარეზა. გუნდმა 14 მოგებით 53 ქულა (65-59) მოაგროვა და მე-9 ადგილი დაიკავა.
ველოდებით მეორე ქართველს სერია ა-ში.
GIPHY App Key not set. Please check settings