საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ახალი სეზონიდან საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში „პანსერაიკოსში“ ითამაშებს.
ქართველმა მეკარემ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ახალ გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება.
საბერძნეთის წინა ჩემპიონატში “პანსერაიკოსმა” მე-7 ადგილი დაიკავა.
ლუკა გუგეშაშვილი 25 წლისაა. 2022 წლის იანვრიდან ბოლო დრომდე აზერბაიჯანის ჩემპიონ „ყარაბაღში“ თამაშობდა, სადაც 45 მატჩი ჩაატარა. მან აზერბაიჯანის ჩემპიონატი სამჯერ მოიგო.
ლუკამ კარიერა თბილისის „დინამოს“ აკადემიაში დაიწყო. ამის მერე სრულიად ახალგაზრდულ ასაკში პოლონეთს მიაშურა და ბიალისტოკის “იაგელონიას” მაისურა მოირგო, იქიდან კი იჯარით წავიდა პოლონურ “პოდლასიეში”, შემდეგ კი გორის “დილაში” აღმოჩნდა, რასაც ესპანურ “რეკრეატივოში” გატარებული მცირე პერიოდი მოჰყვა. მერე იყო ისევ “დილაში” დაბრუნება.
გუგეშაშვილის დებიუტი საქართველოს ნაკრებში 2023 წლის მარტში შედგა.
GIPHY App Key not set. Please check settings