ლუკა გუგეშაშვილის ტრანსფერით ბერძნული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი პაოკ-ი დაინტერესდა, – ამის შესახებ გამოცემა sport-fm.gr-ი წერს.
„ბოლო საათებში თესალონიკში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პაოკ-ი ქართველი მეკარის, ლუკა გუგეშაშვილის შეძენით ინტერესდება.
აღნიშნული ცნობით, კლუბი დათანხმდა ქართველი მეკარის შეძენას, რომელსაც ძალიან კარგი სეზონი აქვს. ცნობილი ხდება, რომ პაოკ-ს ჯერ „პანსერაიკოსთან“ ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება არ დაუწყია.
გუგეშაშვილს გუნდთან ხელშეკრულება 2026 წლამდე აკავშირებს. ქართველ მეკარეს უკვე დაუკავშირდა სალონიკის პაოკ-ის მთავარი მწვრთნელი რაზვან ლუჩესკუ“, – ამტკიცებს sport-fm.gr-ი.
საბერძნეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში საქართველოს ნაკრების მეკარემ 23 მატჩი ჩაატარა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings