Geo Team-ის გადაცემის სტუმარი ლუკა გაგნიძე გახლდათ, წამყვანმა საქართველოს 21 წლამდელთა და მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელს რუსეთში თამაშზე ჰკითხა:
– ბრუნდები მოსკოვის “დინამოში”, მიუხედავად იმისა, რომ ომი არ დასრულებულა, რატომ?
– ასე ვიტყვი, სხვა ვარიანტი არ მქონდა, როდესაც ფეხბურთელი ხარ 19 წლის არავის არ უნდა იჯარით შენი აყვანა. პირველ რიგში მეც მიქმნის დისკომფორტს რუსეთში თამაში, ხალხს არ უნდა ნაკრებში დაგიძახონ, მაგრამ ნაკრების ფედერაციაში ქონდათ ლაპარაკი და გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ მე იმ გუნდთან უკვე ხელშეკრულება მაქვს, ასე ავდგე და წამოვიდე არ შემიძლია.
ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ მე მექნება ვარიანტი, რომ წავიდე სხვა კლუბში, მივიღე მკაცრი გადაწყვეტილება, რომ უნდა დავრჩე რუსეთში და თუ არ გამომიძახებენ ამ შემთხვევაში მართლები იქნებიან.
საფეხბურთო ოცნება? საქართველოს ნაკრები, რომ მოხვდეს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე, თუ გინდა მათი წევრი არ ვიყო, მაინც.
GIPHY App Key not set. Please check settings