“გრანადას“ საიტი იტყობინება, რომ ზედ სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ მოსკოვის „დინამოსგან“ 22 წლის ნახევარმცველი ლუკა გაგნიძე სეზონის ბოლომდე იჯარით დაიმატეს.
Granada Digital-ი წერს, რომ გაგნიძეს შეუძლია გუნდში თანამემამულე გიორგი წიტაიშვილის წარმატებული გზა გაიმეოროს, რომელიც „მეცში“ გადავიდა.
„გაგნიძე ახალგაზრდა და პერსპექტიულია, თამაშობს როგორც შემტევი ნახევარმცველის ასევე საყრდენის პოზიციაზე და გუნდს გააძლიერებს“, – აღნიშნავს Ahora Granada.
Transfermarkt-ის მიხედვით ლუკას ფასი 1.2 მილიონი ევროა, მოსკოვის „დინამოსთან“ კი კონტრაქტით 2026 წლის ზაფხულამდეა დაკავშირებული. გასული სეზონის მეორე წრეში ის „კრილია სოვეტოვში“ იყო განათხოვრებული.
ასე რომ, გაგნიძე მომავალი წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, ახლა კარიერის გასაგრძელებლად ჩინებული შესაძლებლობა მიეცა და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული.
“გრანადა” სამი ტურის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში უქულოდაა და 6 სექტემბერს სტუმრად “მალაგას” შეხვდება.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings