რუსული გამოცემა “სპორტ ექსპრესის” თანახმად, 19 წლის ქართველი ნახევარმცველი, ლუკა გაგნიძე მოსკოვის „დინამოში“ დაბრუნდა. უეფამ რუსულ კლუბში მოთამაშე ფეხბურთელებს საშუალება მისცა კონტრაქტი ივნისის ბოლომდე შეეჩერებინათ, თუმცა არაერთმა მოთამაშემ მოქმედი ხელშეკრულებები საერთოდ შეაჩერა. მათ შორის: ხვიჩა კვარაცხელიამ, ზურიკო დავითაშვილმა და ჯიმი ტაბიძემ.
რაც შეეხება გაგნიძეს. ომის დაწყების შემდეგ ლუკა პოონურ „რაკოვში“ გამოდიოდა, თუმცა მისი საიჯარო ხელშეკრულება ამოიწურა და ის რუსეთში ბრუნდება. 2021 წელს, მოსკოველებმა მის სანაცვლოდ თბილისის „დინამოს“ 1.5 მილიონი ევრო გადაუხადეს და შემდეგ „ურალში“ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გაანათხოვრეს. როგორც რუსული გამოცემა წერს იგივეა მოსალოდნელი მიმდინარე სეზონშიც.
GIPHY App Key not set. Please check settings