in

ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა მოკლე პროგრამაში პირველ ადგილზე არიან

ინგლისის ქალაქ შეფილდში მინდინარე ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა შესანიშნავად წარადგინა საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტულ მოცეკვავეთა წყვილმა – ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ.

მათ პროგრამა მაღალ დონეზე შეასრულეს და მსაჯებისგან 75.96 ქულა დაიმსახურეს, რაც ყველა მონაწილეს შორის საუკეთესო მაჩვენებელი იყო.
რჩებოდა ერთი წყვილი: ევროპის მოქმედი ჩემპიონი გერმანელები – ნიკიტა ვოლოდინი და მინერვა ფაბიენ ჰასე. მათ ასპარეზობა 74.81 ქულით მეორე ადგილზე დაასრულეს.

სულ 13 ქვეყნის 16 სპორტულმა წყვილმა იასპარეზა.

ევროპის ჩემპიონი თავისუფალი პროგრამის დასრულების შემდეგ გაირკვევა. შეჯიბრება 15 იანვარს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

გაიმართა მცირე ოქროს მედლებით დაჯილდოების ცერემონიალი.

მოკლე პროგრამით იასპარეზა ანასტასია გუბანოვამ. მან 56.17 ქულა აიღო და პირველი დისციპლინის შემდეგ მე-11 ადგილზეა.
გუბანოვა თავისუფალი პროგრამით 16 იანვარს იასპარეზებს, შეჯიბრება 21:00 საათზე დაიწყება.

ინგლისის ქალაქ შეფილდში ევროპის ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში 18 იანვრის ჩათვლით ტარდება, რომელიც 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების წინ ბოლო სერიოზული გამოცდაა.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები სრული შემადგენლობით ასპარეზობს: ლუკა ბერულავა-ანასტასია მეტელკინას, ნიკა ეგაძის, ანასტასია გუბანოვასადა დიანა დევისი-გლებ სმოლკინის შემადგენლობით.

15 იანვარი 17:00 კაცები (მოკლე პროგრამა)
23:00 სპორტული წყვილები ( თავისუფალი)
16 იანვარი 16:00 რიტმული ცეკვა
22:0 ქალები (თავისუფალი პროგრამა)
17 იანვარი 17:00 კაცები (თავისუფალი პროგრამა)
22:30 სპორტული ცეკვები (თავისუფალი)
18 იანვარი 19:00 საჩვენებელი პროგრამა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ალონსო ლივერპულში, რეალში მარესკა: ბუქმეკერები ფსონებს ჩამოდიან

მიყვარს თავზე გადაგდება, მაგრამ უფრო რთულები მომწონს: მიქაუტაძეს მეტი უნდა