გამთენიისას, NBA-ში არაერთი მატჩი გაიმართა და მათ შორის, სანდრო მამუკელაშვილის “მილუოკიც” იყო, თუმცა იქამდე ლუკა…
“ლეიკერსმა” “დალასს” უმასპინძლა და ოვერტაიმში, 115:119 დამარცხდა, ლუკა დონჩიჩმა კი დიდებული სამმაგი დუბლი დააფიქსირა: 35 ქულა 14 მოხსნა და 13 ასისტი. უდრამატულესი მატჩის იქს ფაქტორი კი, სწორედ სლოვენიელი იყო.
მეორე ცენტრალური მატჩი კი “ბრუკლინსა” და “ბოსტონს” შორის შედგა, რომელიც 98:109 დასრულდა. საინტერესო კი ისაა, რომ საუკეთესო შედეგი დამარცხებულ კაირი ირვინგს ჰქონდა ( 24 ქულა), მწვანეთაგან კი ტეიტუმი იყო გამორჩეული 20 ქულითა და 11 მოხსნით.
რაც შეეხება “მილუოკის”, ქართველის გუნდი “მაიამისთან” 102:108 დამარცხდა და მამუმ თავისი დრო მიიღო. ქართველმა 16 წუთში, 2 ქულა 5 მოხსნა და 1 ასისტი მოაგროვა. ჰო, იანისს ტრავმის გამო არ უთამაშია.
“ფილადელფია” 114:133 “ოკლაჰომა”
“ტორონტო” 124:114 “შარლოტი”
“პორტლენდი” 113:119 “კლივლენდი”.
GIPHY App Key not set. Please check settings