in

ლუი ვან გაალი: მესი, შესაძლოა სუსტი რგოლიც აღმოჩნდეს

ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა ლეო მესისა და ბრაზილიის ნაკრებზე “დეილი მეილთან” ისაუბრა:

“მე ბრაზილია ვნახე. უბრალოდ კონტრშეტევაზე მოთამაშე გუნდია. მათზე აღფრთოვანებულ სტატიებს ვკითხულობ, ნიდერლანდური მედია წერს, რომ ბრწყინვალეა. თუმცა, ისინი მეტოქეს მხოლოდ კონტრიერიშებზე  იჭერენ და ასე ამარცხებენ. სამხრეთ კორეა მეტს უტევდა და 1:4 წააგო.

მესი სინამდვილეში ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია, ყველაზე მეტი შანსის შემქმნელი და ასევე დამაგვირგვინებელი, მაგრამ სხვა მხრივ, როდესაც მეტოქე ბურთს ფლობს, მათ წინააღმდეგ არ თამაშობს, ბურთის ართმევას არ ცდილობს. აი, ეს იქნება ჩვენი შანსი. მას შეუძლია

მათი სუსტი რგოლი გახდეს. შევაჩერებთ მესის? პარასკევს ნახავთ.

მათთან ძველი ანგარიშები გვაქვს გასაწორებელი (2014 წლის მუნდიალის ნახევარფინალში პენალტების სერიაში დამარცხდნენ). ამაზე არ მინდა ვიფიქრო, რადგან მაშინ მეგონა მოგებას შევძლებდით. მხოლოდ მსურს გულშემატკივრებს მოვუწოდო სახლებიდან მხარი დაგვიჭირონ. ჩვენ ვიგძნობთ ამ მხარდაჭერას და ეს ძალიან დაგვეხმარება”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სრული სვლით და მინუს კრიშტიანუ! პორტუგალიამ დომინანტური ფეხბურთით იმარჯვა

ემანუელ მარკონმა საფრანგეთისა და ინგლისის შედეგი იწანასწარმეტყველა