ბოლო პერიოდში, ქართველ მაყურებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს “ფორმულა 1”, რადგან ქართულ სპორტულ არხებზე მისი ნახვა შესაძლებელია. შუმახერის შესახებ ყველას სმენია და ქართულ სლენგში საკმაოდ ხშირად გამოყენებადი სიტყვაა სხვადასხვა კონტექსტში.
ნაკლებსავარაუდოა, ვინმეს აირტონ სენას შესახებ არ სმენოდეს. ლეგენდარული მრბოლელი (ბევრის აზრით, ყველა დროის საუკეთესო), რომელიც ბრაზილიაში ლამის პელეს გაუტოლეს. სამგზის მსოფლიო ჩემპიონმა სიცოცხლე და კარიერა ერთდროულად დაასრულა. 1994 წლის 1 მაისს სან მარინოს გრან პრიზე აირტონ სენა მეშვიდე წრეზე წავიდა. 305 კმ/სთ-ით მოძრავი მანქანა ვერ დაიმორჩილა და…
“ფორმულა 1”-ში არსებობს სიტყვა პოული. მრბოლელები კვალიფიკაციაში ერთვებიან იმ მიზნით, რომ გაიმარჯვონ და მთავარი რბოლა წინიდან დაიწყონ. ამას ეწოდება პოული. ბრაზილიელმა კარიერის განმავლობაში 65-ჯერ მოახერხა რბოლის უწინარესი მდგომარეობიდან დაწყება. დღეს კი, მონრეალის გრან პრიზე აწ უკვე ლეგენდარულმა ლუის ჰამილტონმა ანალოგიური მაჩვენებელი დააფიქსირა და ბრაზილიელს გაუთანაბრდა.
ჰამილტონს არაერთგზის უთქვამს, რომ სენა მისი კერპია და ლეგენდარული ბრაზილიელის ოჯახმა ჰამილტონს სენას ჩაფხუტი უსახსოვრა. რთულია ასეთ დროს ემოცია შეიკავო, არამხოლოდ ჰამილტონის, არამედ ნებისმიერი ადამიანის ემოციური პერსპექტივიდან.
GIPHY App Key not set. Please check settings