არგენტინის ნაკრების ვარსკვლავსა და კაპიტანს ლიონელ მესის კლუბში ყოფილმა თანაგუნდელმა და ახლო მეგობარმა ლუის სუარესმა მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა:
“მეგობარო, გილოცავ! შენ ახლა მსოფლიო ჩემპიონი ხარ! ვისაც რა სურს, ის თქვას, საუკეთესო ხარ და იქნები”, – წერს სუარესი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ არგენტინამ პენალტების სერიაში საფრანგეთი დაამარცხა და ისტორიაში მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
GIPHY App Key not set. Please check settings