ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ მეორე ბუნდესლიგაში „დარმშტადტს“ უმასპინძლა და დამარცხდა – 0:1.
მეორე ტურის შეხვედრაში ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულად ითამაშა. ლუკამ 61-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.
შეფასება 6.3-ია.
სტუმრებმა გოლი 90+4-ე წუთზე გაიტანეს.
„ნიურნბერგი“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურშიც 0:1 წააგო და გოლი იქაც ბოლო წუთზე გაუშვა.

ნიურნბერგი – დარმშტადტი 0:1
გოლი: კორედორი (90+4)
„ნიურნბერგი“ მომდევნო მატჩს 16 აგვისტოს თასზე სტუმრად „ილერტინსენთან“ გამართავს.
GIPHY App Key not set. Please check settings