in

ლოჩოშვილმა ისევ კარგი შეფასებები მიიღო, ნიურნბერგმა მეტოქე გაანადგურა

ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუე“ დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:1.

ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, სრულად ითამაშა და ტრადიციულად მაღალი შეფასება დაიმსახურა:

sofascore – 7.7, Flashscore – 7.7, whoscored – 7.4.

ნიურნბერგი – კარლსრუე 5:1
გოლები: 1:0 იუსტვანი (25), 2:0 იუსტვანი (28), 3:0 ზომა (41), 4:0 ზომა (50), 4:1 ვანიტცეკი (58, პენ), 5:1 ზომა (65)

ამ მოგებით „ნიურნბერგი“ მე-8 ადგილზე გადავიდა და 12 ტურით ადრე ბუნდესლიგის პლეი ოფის ზონასთან ჩამორჩენა 10 ქულამდე შეამცირა.
„ნიურნბერგი“ 20 თებერვალს „ბოხუმს“ ესტუმრება.


What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჰიულმანდის წასვლა ქოჩორაშვილს მეტ შანსს მისცემს

რა ხდება პსჟ-ში: ფეხბურთელი კლუბზე მაღლა ვერ დადგება – რატომ თქვეს ლუის ენრიკემ და დემბელემ ის, რაც თქვეს