in

ლოჩოშვილი ძირითადს დაუბრუნდა, კვერნაძე ბოლო წუთზე შევიდა, ზურიკოც შეცვლაზე ათამაშეს, კვეკვემ გაიტანა – ლეგიონერები

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ „სენტ ეტიენს“ უმასპინძლა და მხოლოდ ქულა აიღო – 0:0. დავითაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა. ჩვენიანმა ერთ ეპიზოდში შანსი ხელიდან გაუშვა, შეფასებად კი 6.5 დაუწერეს.
მისი გუნდი 19 ქულით კვლავ მე-17 ადგილზეა.

იტალიის სერია A-ს მე-16 ტურში გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ სტუმრად „ლეჩეს“ შეხვდა და 89-ე წუთზე გაშვებული გოლით 1:2 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდა, თუმცა მხოლოდ 90+1-ე წუთზე შევიდა.

საბა საზონოვის „ტორინომ“ 1:0 მოუგო „ემპოლის“. საბა სათადარიგო იყო.

ლუკა ლოჩოშვილი ოქტომბრის შემდეგ „კრემონეზეს“ ძირითად შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა (შეუცვლელად ითამაშა). ეს აუტსაიდერ „ფერალპისალოსთან“ შეხვედრაში მოხდა, რომელშიც ქართველის გუნდი მოულოდნელად დამარცხდა – 0:1.
ლოჩოშვილმა 53-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მისი შეფასება კი 6.7-ია.
„კრემონეზე“ სერია B-ში 17 ტურის შემდეგ 29 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა.

ნიკა კვეკვესკირმა პოლონეთის ექსტრაკლასაში გაიტანა და „ლეხს“ „რადომიაკთან“ სტუმრად ქულა მოაპოვებინა – 2:2.
ქართველი ნახევრამცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და 67 წუთზე შეცვალეს.
შეხვედრის 30-ე წუთზე ანგარიში ნიკამ გახსნა. ის კარის წინ კარგად გაიხსნა გასწვრივი ფლანგური პასის მომენტში და მეკარეს შანსი აღარ დარჩა.
ეს კვეკვესკირის პირველი გოლია (პლუს ერთი საგოლე პსი) მიმდინარე ჩემპიონატში. ქართველის შეფასება საკმაოდ მაღალია – 7.5.

საუდის არაბეთში ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ, რომლის “ალ ახდუდმა“ შინ 1:0 მოუგო „ალ ტაის“. ქართველი მცველის შეფასება 7.1-ია.

ინგლისის ჩემპიონშიფში „უოტფორდმა“ სტუმრად „პრესტონი“ გაანადგურა 5:1. გიორგი ჩაკვეტაძემ სამწუხაროდ მხოლოდ 83-ე წუთიდან ითამაშა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდაშვილმა ვალენსიას ბარსელონასთან არ წააგებინა: გიორგის მაგარი მატჩი

მესტალიაზე თამაში ჩვენთვის ყოველთვის უფრო იოლია: მამარდას კომენტარი ბარსასთან მატჩის შემდეგ