in

ლოჩოშვილი საუკეთესოა, მაგრამ ნიურნბერგი ისევ აგებს

ლუკა ლოჩოშვილი საუკეთესო იყო „ნიურნბერგის“ შემადგენლობაში, რომელიც მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერ „კარლსრუეს“ ესტუმრა და ისევ დამარცხდა – 1:2.

ლოჩოშვილმა სრულად ითამაშა. ბოლო წამებზე შეტევაში წავიდა, მაგრამ მისი დარტყმის შემდეგ მასპინძლები მეკარემ გადაარჩინა.

ლოჩოშვილმა ანალიტიკური საიტებისგან თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო:
whoscored – 7.9, flashscore – 7.7. sofascore – 7.4.

კარლსრუე – ნიურნბერგი 2:1
გოლები: 1:0 შლეიზენერი (44), 1:1 კუდოსუ (45+4), 2:1 ვანიტცეკი (75)

5 ტურის შემდეგ „ნიურნბერგი“ 1 ქულით ბოლო ადგილზე დარჩა და 20 სექტემბერს „ბოხუმს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუ ცუდად მოიქცა და გააგდეს

ლომინაძის პირველი გოლი, ტაბატაძის პირველი ვერგატანილი და დასვენებული ზურიკო – ლეგიონერები