სერია ა-დან გავარდნილი „კრემონეზეს“ ქართველი მცველი შესაძლოა ლა ლიგაში აღმოჩნდეს. ლუკა ლოჩოშვილისადმი ინტერესი „რაიო ვალეკანომ“ გამოხატა.
მადრიდულმა გუნდმა 2023/24 სეზონისთვის შემადგენლობის გადახალისება დაიწყო. წავიდნენ წამყვანი მოთამაშეები კატენა და კომესანია, შესაბამისად გუნდს გაძლიერება სჭირდება.
„რაიომ“ უკვე დაიმატა დაცვაში არიდანი, მაგრამ ეს საკმარისად არ მიაჩნიათ. სწორედ ამის გამო ლოჩოშვილის ტრანსფერზე იწყებენ მუშაობას.
ქართველ მცველს ხსენებული კატენას შემცვლელად მოიაზრებენ.
GIPHY App Key not set. Please check settings