საკმაოდ კარგი ტრანსფერი: ლუკა ლოჩოშვილი კარიერას მეორე ბუნდესლიგაში გააგრძელებს, ტრადიციულ გუნდში – „ნიურნბერგში“.
27 წლის ქართველ მცველს იტალიურ „კრემონეზესთან“ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებდა და მის გამოსასყიდად გერმანული კლუბი 1.5 მილიონ ევროს გადაიხდის. „ნიურნბერგთან“ კონტრაქტი სამწლიანი იქნება , ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
მოგეხსენებათ, ბოლო დროს ლუკა იტალიაში თამაშობდა. 2022 წელს ავსტრიული „ვოლფსბერგერიდან“ „კრემონეზეში“ გადავიდა (61 მატჩი). 2024 წლის ზამთარში იჯარით „სალერნიტანაში“ გადავიდა და 20-ჯერ ითამაშა. ეს გუნდი კი სერია C-ში გავარდა.
“ნიურნბერგმა” მეორე ბუნდესლიგაში გასული სეზონი 48 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა, ახალი ჩემპიონატის პირველი ტური 2 აგვისტოსაა, ლოჩოშვილის გუნდი სტუმრად “ელვერსბერგს” შეხვდება.
“ნიურნბერგი” გერმანიის 9-გზის ჩემპიონია და საინტერესოა, რომ ამ მაჩვენებლით მხოლოდ მიუნხენის “ბაიერნს” ჩამორჩება (34). გუნდის სტადიონი 47-ათსიანი, მწვრთნელი კი ახლო წარსულში ლეგენდარული ფეხბურთელი მიროსლავ კლოზე.
GIPHY App Key not set. Please check settings