ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგმა“ მე-13 ტურში ერთ-ერთ კონკურენტს, ბილეფელდის „არმინიას“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:0.
ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, დამაჯერებლად გამოიყურებოდა, ბევრი ორთაბრძოლა მოიგო და ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება დაიმსახურა: flashscore – 7.9, whoscored – 7.8, sofascore – 7.8.
„ნიურნბერგმა“ 18 ქულა დააგროვა (ბოლო 6 მატჩიდან 4 მოიგო) და მე-9 ადგილზეა.
–
სეგუნდა დივიზიონის მე-15 ტურში იური ტაბატაძის „კადისი“ შინ „ლეონესასთან“ დამარცხდა – 1:2.
ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და უკვე 38-ე წუთზე შეცვალეს.
„კადისი“ 6 მატჩია ვერ იგებს, 21 ქულით მე-8 ადგილზეა და 30 ნოემბერს „კორდობას“ ესტუმრება.
–
იტალიის სერია A-ში საბა გოგლიჩიძის „უდინეზემ“ „ბოლონიას“ უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა. ქართველ მცველს არ უთამაშია, მაგრამ ამ ამბავში მთავარი ისაა, რომ ესპანეთთან მიღებული ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ქართველი განაცხადში იყო.
–
„ფროზინონეში“ 85 წუთი ითამაშა გიორგი კვერნაძემ, რომელიც სერია B-ში „ბარის“ ესტუმრა, 3:2 მოუგო და მე-3 ადგილზე გადავიდა.


GIPHY App Key not set. Please check settings