თავშიც და ბოლოშიც ქართველები – ასეთია მიმდინარე სერია ა-ს პერიპეტიები ქართული პერსპექტივიდან. კვარას “ნაპოლი” შესანიშნავად გამოიყურება, რასაც ლუკა ლოჩოშვილის კრემონელებზე ვერ ვიტყვით.
გუშინ, სერია ა-ს მორიგ მატჩში, “ვერონამ” “კრემონეზეს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ქართველმა ცენტრალურმა მცველმა მინდორზე 83 წუთი გაატარა, მაგრამ ბოლოსკენ გუნდს გასათანაბრებელი ჰქონდა, შესაბამისად, მისი ყოფნის საჭიროება არ იკვეთებოდა და მწვრთნელმაც ჩახსნა. 73-ე წუთზე, ქართველი გააფრთხილეს.
17 ტურის თავზე, “კრემონეზე” ერთადერთი მოუგებელი გუნდია – 7 ფრე და 10 მარცხი.
GIPHY App Key not set. Please check settings