in

ლოჩოშვილის დებიუტი ახალ გუნდში და ქოჩორას კარგი მატჩი – ლეგიონერები

ლუკა ლოჩოშვილის ახალი გუნდი „სალერნიტანა“, სერია B-ს 21-ე ტურში საკუთარ მოედანზე ლიდერ „სასუოლოსთან“ 1:2 დამარცხდა.

გუნდში ახალმისული ლოჩოშვილი ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მისი შეფასებებია: sofascore – 6.7, flashscore – 6.3.
სალერნიტანა – სასუოლო 1:2
გოლები: 0:1 რუსო (6), 0:2 მუჰარემოვიჩი (40), 1:2 ჩერი (47)
„სალერნიტანა“ 18 ქულით მე-18 ადგილზეა და სერია B-დან გავარდნის საფრთხის წინაშეა.

გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ შინ „კრემონეზესთან“ 0:3 დამარცხდა.ქართველი თავდამსხმელი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა.

გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტემ“ ლა ლიგა 2-ის 22-ე ტურში გასვლაზე ერთ-ერთი აუტსაიდერი „კადისი“ ვერ დაამარცხა – 0:0. ქართველმა ნახევარმცველმა სრულად ითამაშა. მან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა: sofascore – 7.7, flashscore – 7.5.
„ლევანტეს“ 22 ტურის შემდეგ 36 ქულით ლა ლიგის პლეი-ოფის ზონაში, მე-5 ადგილზეა და 19 იანვარს გიორგი წიტაიშვილის „გრანადას“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ზურიკომ პსჟ-ს ჯარიმა გაუტანა

ხვიჩა აპატიე ყველას: საკითხი დღეს უნდა გაირკვეს – ყველაფერი კვარაზე