in

ლოჩოს და ლორიას კარგი მატჩები, ზარია საუკეთესოა – ლეგიონერები

გასავარდნ ზონაში მყოფმა ლუკა ლოჩოშვილის „სალერნიტანამ“ უშუალო კონკურენტ „სუდტიროლს“ უმასპინძლა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა – 2:1.
ქართველმა მცველმა სრულად ითამაშა და გოლის ავტორის, ფერარის შემდეგ მეორე საუკეთესო შეფასება მიიღო – 7.8 ქულა.
„სალერნიტანა“ 33 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-18 ადგილზეა და ლიგაში დარჩენის შანსებს ინარჩუნებს.

უკრაინის პირველობაზე „ობოლონმა“ შინ 1:0 დაამარცხა ოდესის „ჩერნომორეცი“. სტუმართა რიგებში საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა ლუკა ლაცაბიძემ 25 წუთი ითამაშა.

პოლონეთში, მოულოდნელად დამარცხდა ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ „შლიონსკსთან“ – 2:4. ქართველი მცველი გუნდის კაპიტანი იყო და 67-ე წუთზე შეცვალეს.

კვიპროსის ჩემპიონატის გასავარდნთა ჯგუფში „არადიპუსის“ გიორგი ლორიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. ქართველი მეკარის გუნდმა მის ყოფილ გუნდს, „ანორთოსისს“ მოუგო -2:1. ლორიამ 7 დარტყმიდან 6 მოიგერია, ხოლო გოლი პენალტიდან გაუშვა.

საბერძნეთში, ლუკა გუგეშაშვილის „პანსერაიკოსმა“ შინ 3:1 აჯობა „კალითეას“. ქართველმა მეკარემ სრულად ითამაშა.

სლოვაკეთის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფში გურამ კაშიას „სლოვანმა“ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედას“ უმასპინძლა – 2:2. კაშია სათადარიგო იყო და მხოლოდ 82-ე წუთზე შევიდა.

გიორგი ზარიამ ყაზახეთის თასზე დუბლი შეასრულა და „ქაირათს“ 3:0 მოაგებინა „კასპიისთან“. ზარია 68-ე წუთზე გაიყვანეს, მანამდე კი პენალტებით დუბლი შეასრულა (მე-9 და 45-ე წთ). გიორგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზე კვირის მოთამაშეა

კიტეიშვილის სუპერმატჩი: ქართველის დუბლით შტურმმა კონკურენტს მოუგო