„ნაპოლის“ თავდამსხმელმა ირვინგ ლოსანომ შესაძლოა ამ ზაფხულს გუნდი გამოიცვალოს. ამაზე წერს ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
წყაროს ცნობით, 26 წლის მექსიკელმა ინგლისისა და გერმანიის ჩემპიონატებიდან წინადადებები მიიღო, თუმცა კლუბები არ სახელდება.
ლოსანო „ნაპოლიში“ 2019 წლის აგვისტოდან გამოდის. გასულ სეზონში ფორვარდმა 6 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი მისცა 37 ჩატარებულ შეხვედრაში.
პორტალი Transfermarkt.com მას 30 მლნ ევროდ აფასებს.
წუხელ გამართულ საკონტროლო შეხვედრაში ლოსანომ ორი გოლი გაიტანა, პირველი სწორედ კვარაცხელიას პასით.
ხვიჩა ისევ კარგი იყო: საგოლე პასი და აქტიური თამაში – სპალეტი კმაყოფილია
GIPHY App Key not set. Please check settings