ალეკსანდრ ზინჩენკო და ანდრეი შევჩენკო საქველმოქმედო მატჩში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც ინგლისში ჩატარდება.
„არსენალის“ ნახევარმცველი და „ჩელსის“ ყოფილი ფორვარდი შეკრებენ გუნდს, რომლის შემადგენლობაში შევლენ „თანამედროვეობის უდიდესი ფეხბურთელები და მოწვეული ცნობილი ადამიანები“. ერთი გუნდი ყვითლებში ითამაშებს, მეორე – ცისფერ მაისურებში, უკრაინის დროში ფერების მიხედვით.
მონაწილე ფეხბურთელების ვინაობა თანდათან გახდება ცნობილი.
მატჩი „სტემფორდ ბრიჯზე“ 5 აგვისტოს გაიმართება. ბილეთები დღეიდან გაიყიდება და 15-დან 50 ფუნტამდე ეღირება. შემოსული თანხა ჩერნიგოვსკის ოლქში მიხაილ კოციუბინსკის ლიცეუმის აღდგენას მოხმარდება.
GIPHY App Key not set. Please check settings