in

ლომინაძე პორტუგალიაში კარგია, აზაროვი დააბრუნეს, ვაკოს პოკერი და 10-იანი – ლეგიონერები

ნოდარ ლომინაძე კვლავ „ეშტორილის“ ძირითად შემადგენლობაში იყო, რომელმაც პორტუგალიის ჩემპიონატში „ტონდელასთან“ სტუმრად 2:2 ითამაშა. ქართველი უკანახაზელი 67-ე წუთზე შეცვალეს. მან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: flashscore – 7.6, whoscored – 7.1, sofascore – 6.9.

ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ, რომელიც მცირე ტრავმით იყო გამოწვეული, გიორგი ქვილითაია ლიმასოლის „არისს“ დაუბრუნდა. ქართველი თავდამსხმელმა „არადიპუსთან“ გასვლით მატჩში მეორე ტაიმი ითამაშა, „არისმა“ კი 1:0 მოიგო.

უკრაინის ჩემპიონატში ირაკლი აზაროვის „შახტარმა“ „ოლეკსანდრიასთან“ საშინაო მატჩი 2:0 მოიგო. სასიხრულოა, რომ საკმაო პაუზის შემდეგ ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და სრულადაც ითამაშა.

ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეა“ რუმინეთის ჩემპიონატში „ბოტოშანს“ სტუმრად დაუზავდა – 1:1. ქართველმა ნახევარმცველმა მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

სლოვაკეთის ჩემპიონატში გურამ კაშიას „სლოვანმა“ შინ „კოშიცეს“ 3:2 სძლია, მაგრამ ჩვენი ნაკრების კაპიტანი გუნდის განაცხადში არ ყოფილა.

გათამაშების ლიდერი ტრნავის „სპარტაკი“, სადაც გიორგი მოისწრაფიშვილი თამაშობს, საკუთარ მოედანზე ცოტნე კაპანაძისა და გიორგი გაგუას „დუნაისკა სტრედასთან“ 0:3 დამარცხდა. ქართველებიდან ძირითადში მხოლოდ ცოტნე კაპანაძე იყო, მოისწრაფიშვილმა და გაგუამ კი შეცვლაზე ითამაშეს.

ვაკო ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში პოკერი (ოთხი გოლი) შეასრულა, პლუს ასისტიც მიითვალა, მისმა გუნდმა, „შანდონგ ტაიშანმა“ კი „ბეიჯინგ გუოანი“ გაანადგურა – 6:0.
პირველი ტაიმში უკვე სამი გოლი გაიტანა. დაუწერეს მაქსიმალური შეფასება – 10 ქულა. ვაკო 81-ე წუთზე შეცვალეს.
ამ მატჩის შემდეგ ყაზაიშვილმა 19 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირს, ანგოლელფაბიო აბრეუს (17) გადაასწრო და ლიდერია.
ყაზაიშვილმა 23 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

წიტაიშვილის პირველი ასისტი და საუკეთესო შეფასება: ქართველები ერთად შეცვალეს

მადლობა სიყვარულისთვის: მიქაუტაძე ლიონს დაემშვიდობა