in

ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი, მექვაბიშვილის პირველი პასი – ლეგიონერები

ქართველი ფეხბურთელები თანდათან ერთვებიან საქმეში. ჯერ ძირითადად მოსამზადებელი თამაშები უწევთ, თუმცა ოფიციალურებიც გამოერევა ხოლმე.

ბუდუმ ისევ გაიტანა, გაგნიძემ ულამაზესი გოლი შეაგდო, კრემონეზეში 19 წლის ქართველი გამოჩნდა – ლეგიონერები

აშშ-ში, ლიგების თასზე, საბა ლობჟანიძის “ატლანტა” 3:3 დაუზავდა “ვაშინგტონს”, თუმცა პენალტების სერიში დამარცხდა – 5:6. ლობჟანიძემ ბრწყინვალე გოლი გაიტანა: დაახლოებით საჯარიმოს კუთხიდან შორეულ ძელთან ჩაახვია ბურთი. მერე კი 11-მეტრიანების სერიაში შეაგდო.

რუმინეთში ანზორ მექვაბიშვილის “უნივერსიტატეამ” სტუმრად 2:0 დაამარცხდა “კფრ კლუჟი”. სტუმრებმა პირველი გოლი მექვაბიშვილის პასით გაიტანეს. ეს მისი პირველი შედეგიანი მოქმედებაა ამ გუნდში. ქართველმა ნახევარმცველმა 52-ე წუთამდე ითამაშა.

ავსტრიის თასის 1/32 ფინალში სანდრო ალთუნაშვილის “ვოლფსბერგი” სტუმრად ვიღაც “დრასბურგს” შეხვდა და 7:0 მოუგო. ქართველმა ნახევარმცველმა 57-ე წუთიდან ითამაშა.

სლოვაკეთის პირველობაზე „სლოვანმა” გასვლაზე 4:1 აჯობა “კომარნოს”. გურამ კაშიამ 70-ე წუთიდან ითამაშა.

ჩეხეთში ვახტანგ ჭანტურიშვილის “იაბლონეცი” სტუმრად 0:1 დამარცხდა “ბანიკთან”. ჭანტურიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 6.1 მიიღო.

სამხრეთ კორეის K ლიგა 2-ში ბაჩანა არაბულის “გიონგნამი” შეხვდა “ჩეონამის” და 3:3 ითამაშა. არაბულმა 71-ე წუთზე თავური დარტყმით აიღო მეტოქის კარი. ეს მისი მე-8 გოლია მიმდინარე ჩემპიონატში. 90-ე წუთზე შეცვალეს, შეფასებად კი 7.0 დაუწერეს.

შვეიცარიის ჩემპიონატში გაბრიელ სიგუას “ბაზელი” 1:2 დამარცხდა “ლუგანოსთან”. ჩვენიანი განაცხადში არ ყოფილა.

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყუშიტაშვილი ოლიმპიადას გამოეთიშა

კვარამ დაიწყო: გოლიც და შოუც