სტამბოლის „ქარაგუმრუქმა“ საბა ლობჟანიძის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
„ჩვენმა გუნდმა საბა ლობჟანიძე და ბრაჰიმ დარი აიყვანა. გვიხარია, რომ ეს ფეხბურთელები „ფატიჰ ქარაგუმრუქის“ წევრები გახდნენ“, – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეს თურქულ სუპერლიგაში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს მოხდა.
შეგახსენებთ, თურქეთში მომხდარი საზარელი მიწისძვრის შედეგად, საბა ლობჟანიძის „ჰათაისპორი“ (ასევე „გაზიანთეფი“) ჩემპიონატიდან გავიდა. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ლიგიდან გასული გუნდების მოთამაშეებს ლეგიონერებზე დაწესებული ლიმიტი არ შეეხებათ. ამის გამო ლობჟანიძე ლეგიონერის სტატუსისგან გათავისუფლდა და ახალმა გუნდმაც უპრობლემოდ დაიმატა.
GIPHY App Key not set. Please check settings