in

ლობჟანიძე ამერიკაში დაბრუნდა და ლამაზი გოლი გაიტანა

ევროპიდან ამერიკაში დაბრუნებულმა საბა ლობჟანიძემ MLS-ში ერთობ ლამაზი გოლი გაიტანა. „ატლანტა იუნაიტედი“ დასავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერს, სოლტ ლეიკ-სიტის „რეალს“ ესტუმრა და 2:5 დამარცხდა.

საბა სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე გავიდა. საბამ ბურთი 31-ე წუთზე შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა. მან პარტნიორთან კედელი ქუსლით გაითამაშა და დაახლოებით საჯარიმოს ხაზიდან შორეულ დაბალ კუთხეში ზუსტად ჩასვა.

ლობჟანიძემ ჩემპიონატში მე-5 გოლი გაიტანა (პლუს 3 ასისტი) და საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს ორ ფორვარდთან ერთად იყოფს

„ატლანტა“ 24 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილში მე-10 ადგილზეა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

20 წლის შემდეგ: ნიდერლანდებმა თამაში მოატრიალა და ნახევარფინალშია

ბუდუს ჩემპიონშიფისა და თურქეთის კლუბები იწვევენ