MLS-ში, პლეი-ოფის მესამე მატჩში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. „ინტერ მაიამიმ“ შინ „ატლანტა“ მიიღო და 2:3 წააგო. მესიმ თავით გაიტანა, ასევე იყვნენ სუარესი, ალბა და ბუსკეტსი, მაგრამ საბამ და მისმა თანაგუნდელებმა უფრო იყოჩაღეს.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა. მას ხშირად უწევდა დაცვის დახმარება. თუმცა ბუნებრივია შეტევებშიც მიდიოდა.
შეფასება – 7.0.
“ატლანტა” პლეი-ოფის მეოთხედფინალში “ორლანდო სიტის” დაუპირისპირდება, მატჩი 24 ნოემბერს, თბილისის დროით 01:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings