MLS-ის პლეი-ინის შეხვედრაში, რომელშიც აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფის საგზური თამაშდებოდა, „მონრეალმა“ შინ საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედს“ უმასპინძლა.
მატჩი 2:2 დასრულდა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც „ატლანტას“ ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს – 5:4 მოიგეს. ბოლო გადამწყვეტი 11-მეტრიანი საბა ლობჟანიძემ გაიტანა.
ახლა „ატლანტა“ პლეი-ოფის პირველ რაუნდში ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ შეხვდება. სერია ორ მოგებამდეა.
GIPHY App Key not set. Please check settings