MLS-ში, საბა ლობჟანიძე ერთ-ერთი მთავარი გმირი აღმოჩნდა. მისმა “ატლანტამ” რეგულარული სეზონის ბოლო ტურში სტუმრად „ორლანდო სიტი“ 2:1 დაამარცხა და პლეი-ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.
ქართველმა უკვე მე-7 წუთზე გახსნა ანგარიში, როცა თანაგუნდელთან გათამაშებული სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე აღმოჩნდა და ბურთი ტექნიკურად შეაგორა შორეულ კუთხეში.
მეორე ტაიმში ლობჟანიძემ პენალტიც გამოიმუშავა, რომელიც რუსმა მირანჩუკმა ვერ გაიტანა.
ჩვენიანის შეფასება 7.6-ია.
ლობჟანიძისთვის „ორლანდოს“ კარში გატანილი გოლი რეგულარულ სეზონში მეცხრეა, მის ანგარიშზე ასევე 6 საგოლე პასია. ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზეცაა წარდგენილი, ამ ჯილდოსთვის ლიონელ მესიც იბრძვიც.
„ატლანტა“ 1/16-ფინალში, 23 ოქტომბერს სტუმრად „მონრეალს“ შეხვდება. თუ ეს ბარიერი გაიარა, მერე უკვე, 1/8-ფინალში მესის „ინტერ მაიამი“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings