in

ლიპარტელიანმა ოქრო მოიგო, ზაალაშვილმა ბრინჯაო – ყველაფერი თითო გვაქვს

ტაშკენტის გრანდ სლემზე ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.

ლიპარტელიანი პირველ წრეში თავისუფალი იყო, შემდეგ კი ბრაზილიელი ლეონარდო გონსალვეში, ყაზახი ნურლიხან შარხანანი და იაპონელი კოტარო უეოკა დაამარცხა. ფინალში კი ავსტრიელ აარონ ფარას შეხვდა და იპონით აჯობა. ეს პირველი ოქროს მედალია საქართველოსთვის ტურნირზე.

გელა ზაალიშვილმა (+100) ბრინჯაოს მედალი მოიგო. ჩვენიანმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ორი ეფექტური გდებით დაამარცხა რეიტინგის პირველი ნომერი ტაჯიკი ტემურ რახიმოვი.

შეგახსენებთ, ვერცხლის პრიზიორი გახდა ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ).

სოფიო სომხიშვილმა (78 კგ) ბრინჯაოსთვის ბრძოლა თურქ ჰილალ ოზტურკთან დათმო და მედლის გარეშე დარჩა.

გრანდ სლემზე დღეს გამომსვლელი კიდევ ორი ძიუდოისტი – ონისე სანებლიძე (100 კგ) და უშანგი მარგიანი (90 კგ) კი ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ამრიგად, ისე გამოვიდა, რომ საქართველომ ყველა სინჯის თითო მედალი მოიგო – 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუმინეთი დავდეთ: საქართველო ფინალშია, თასი საქართველოშია

ბარსამ მამარდას ერთი გაუტანა: ვალენსია ისევ გასავარდნ ზონაშია – ვიდეო