ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემი დასრულდა. ტურნირის დასკვნით, მესამე დღეს კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა ვერცხლის, ხოლო ბექა ღვინიაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
წინა დღეებში კი ლუხუმ ჩხვიმიანმა და ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის, ხოლო თემურ ნოზაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ჯამში საქართველომ 5 მედალი მოიპოვა, რაც ტურნირზე მესამე საუკეთესო შედეგია, მაგრამ ოქროს მედალს პრიორიტეტი აქვს, შესაბამისად, 1 ოქრო უფრო უპირატესია, ვიდრე 10 ვერცხლის.
ტურნირის აშკარა ტრიუმფატორი იაპონიის ნაკრები გამოდგა, რომელმაც 8 ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა! სახსენებელია, რომ ქალ ძიუდოისტთა წარმატება საქართველოსათვის უკან დამხევი ფაქტორია და ამ მხრივ მუშაობა აუცილებელია…
GIPHY App Key not set. Please check settings