in

ლიონში დაბრუნება მინდოდა, რადგან აქ ჩემი ისტორიის დაწერა არ დამისრულებია 

გიორგი მიქაუტაძემ OLPLAY-სთან ინტერვიუში მშობლიურ „ლიონში“ დაბრუნებაზე, საქართველოს ნაკრებსა და რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.

„მახსოვს, „ლიონში“ მოხვედრის ამბავი. „ჟერლანდში“ „ლიონის“ აკადემიის წინააღმდეგ ვითამაშეთ. 7 წლის ვიყავი, 4 თუ 5 გოლი გავიტანე და მოვიგეთ. კარგი გუნდი გვყავდა – სელმა ბაჩა, კაის რუისი. ამ მატჩის შემდეგ „ლიონის“ მენეჯერი ჯერ – ჩემს მწვრთნელს, შემდეგ კი ჩემს მშობლებს ელაპარაკა. საუბარი ხანმოკლე იყო და „ლიონში“ აღმოვჩნდი.

თუმცა შემდეგ მათ გუნდში არ დამტოვეს, მაგრამ არ დავნებდი, შრომა გავაგრძელე – ბავშვი წავედი და კაცად დავბრუნდი. როდესაც გუნდიდან დამიკავშირდნენ, ჩემს აგენტებს ვუთხარი, რომ „ლიონში“ გადასვლა მინდოდა, რადგან აქ ჩემი ისტორიის დაწერა ჯერ არ დამისრულებია. ამ კლუბში დაბრუნება ჩემთვის საამაყოა.

მოუთმენლად ველი ალექსანდრ ლაკაზეტთან ერთად თამაშს. მიხარია, რომ ასეთი გამოცდილი თავდამსხმელის გვერდით მომიწევს მოედანზე გასვლა. დღეს მას შესანიშნავი სახელი აქვს – მაღალი დონის ფეხბურთელია. ვიმედოვნებ, რომ ერთად ყველაფერი კარგად გამოგვივა. ლაკაზეტს ჯერ კიდევ მაშინ ვუყურებდი, როდესაც „ლიონის“ აკადემიაში ვვარჯიშობდი. ახლა კი მასთან ერთად უნდა ვითამაშო, რაც ძალიან მახარებს.

ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირობას რაც შეეხება, ჩემი ქვეყნის სახელით ევროპის ჩემპიონატზე თამაში ძალიან საამაყო იყო. ვცდილობდი, ამ დონის ტურნირზე თამაშით სიამოვნება მიმეღო და ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომემჟღავნებინა, რადგან ეს ის მომენტია, რომელიც შეიძლება ბევრჯერ ვერც განიცადო. ამიტომ ფეხბურთელები ერთმანეთს ვეუბნებოდით, რომ მაქსიმალურად უნდა დავხარჯულიყავით. რა თქმა უნდა, ასეთ მატჩებში მონაწილეობა, რომელსაც უამრავი ხალხი უყურებს, საამაყოა და, ამავდროულად, დიდი სიამოვნებაა“.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველომ დაამტკიცა, რომ მსოფლიო დონეა: ბორჯღალოსნებმა ავსტრალიასთან მაგრად ითამაშეს

საბამ ატლანტას მოაგებინა, ბუდუ დიდებულად დაბრუნდა: დვალის ტრავმა საშიში არ არის- ლეგიონერები