in

ლიონმა კვარაცხელიას გამო პსჟ-ს უჩივლა და შედეგის გაუქმება მოითხოვა

„ეკიპის“ ცნობით, „ლიონმა“ პსჟ-ს მიმართ საფრანგეთის პროფესიული ლიგის (LFP) იურიდიულ კომისიაში ოფიციალური საჩივარი ხვიჩა კვარაცხელიას მათთან ქვეყნის პირველობის 23-ე ტურის მატჩში მონაწილეობის გამო შეიტანა.

„ლიონის“ პრეზიდენტი ჯონ ტექსტორი მიიჩნევს, რომ კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლა შესაძლებელი მხოლოდ კლუბის საზღვარგარეთიდან დაფინანსების წყალობით გახდა, რაც რეგლამენტის 556-ე და 560-ე პუნქტების დარღვევაა. ის აგრეთვე ირწმუნება, რომ უცხოური სუბსიდიები კანონით დაუშვებელია და ახალი ფეხბურთელისთვის კონტრაქტის გაფორმება და დარეგისტრირება LFP-ის ადმინისტრაციული რეგლამენტის გვერდის ავლით მოხდა. „ოლომპიკის“ მფლობელი პსჟ-სთვის წაგების ჩათვლას მოითხოვს.

ხვიჩამ „ლიონთან“ საგოლე გადაცემა გააკეთა, 68-ე წუთზე შეცვალეს და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გოგლიჩიძის ემპოლიმ იუვენტუსი გააგდო და ნახევარფინალში გავიდა

მამარდაშვილის ლივერპულში გადასვლა გადაწყვეტილი არ არის: მწვრთნელს ეჭვი ეპარება