Madeingones.ouest ჩვენთვის მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს – შესაძლოა, “ლიონმა” მაინც გაყიდოს გიორგი მიქაუტაძე, ვისაც რამდენიმე საინტერესო შეთავაზება ჰქონდა, თუმცა ბოლოს მაინც პაულო ფონსეკასთან დარჩენა გადაწყვიტა.
“ლიონს” კვლავ აქვს ფინანსური პრობლემები. კლუბი ისევ ეძებს ფულს და, აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, საუკეთესო ფეხბურთელების გაყიდვამ მოუწიოს. ამ დროისთვის “ლიონის” ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მალიკ ფოფანაა, რომელიც წასვლას აპირებს.
ახალგაზრდა “ვინგერს”, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულში ეწურება, გაჭირვებული “ლიონისთვის” საკმაოდ სერიოზული ფინანსური მოგების მოტანა შეუძლია.
ჩვენი ინფორმაციით, ბელგიელი არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, ვინც შესაძლოა ორშაბათამდე დატოვოს კლუბი. “ლიონის” ხელმძღვანელობა მზად არის, იმსჯელოს 24 წლის ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის გაყიდვის თაობაზეც. მიქაუტაძე ლიონში დაიბადა და გაიზარდა. მას კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აქვს.
თუ მოვლენათა იდეალური თანხვედრა იქნება, “ლიონს” ფორვარდის გაყიდვა დიდი თანხის სანაცვლოდ სურს. “ტრანსფერმარკტის” მიხედვით, მიქაუტაძის ფასი 22 მილიონი ევროა”, – წერს ფრანგული გამოცემა.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings