გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ აუტსაიდერ „მონპელიესთან“ ძლივს მოიგო, თუმცა ახალი წელიწადი მაინც გამარჯვებით და სამი ქულით დაიწყო – 1:0.
ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 76-ე წუთზე შევიდა, ამ დროში კი ხეირიანად ვერ გამოიყურებოდა – ერთადერთხელ შეეხო ბურთს და ისიც მაშინვე დაკარგა. თუმცა რამდენიმე ეპიზოდში ძალიან კარგად გაიხსნა.
შეფასებები: flashscore – 6.6, whoscored – 6.2, sofascore – 6.2.
ლიონი – მონპელიე 1:0
გოლი: ფაიადი (90+1, საკ. კარში)
16 ტურის შემდეგ „ლიონმა“ 28 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა.
11 იანვარს სტუმრად „ბრესტს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings