in

ლიონი მიქაუტაძეზე ჩამოყალიბდა: არც და არც

CREATOR: gd-jpeg v1.0 (using IJG JPEG v62), quality = 82

“ლიონი” გიორგი მიქაუტაძეს არც გაანათხოვრებს და არც გაყიდის, ამის შესახებ ინფორმაციას Lyon Foot-ი ავრცელებს.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ Tuttosport-ი წერდა, რომ ქართველი ფორვარდის გადაბირებით “იუვენტუსი” ინტერესდებოდა. მიუხედავად ამისა ფრანგულ კლუბს 23 წლის ფორვარდთან განშორება არ სურს.

“მიქაუტაძემ რამდენიმე ევროპული გრანდის ყურადღება მიიქცია. “იუვენტუსს” გიორგის დამატება იჯარით და შემდგომ 20 მილიონად გამოსყიდვის ვალდებულებით სურს, თავდამსხმელი “ვესთ ჰემის” ინტერესთა სფეროშიც მოექცა.

“ლიონის” პოზიცია უცვლელია, კლუბი მიქაუტაძის გაშვებას არ აპირებს. მეტიც, პიერ საჟი სეზონის დარჩენილ ნაწილში მის უფრო აქტიურად გამოყენებას გეგმავს”, – წერს
გამოცემა.

შეგახსენებთ, 13 ტურის შემდეგ “ლიონი” ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 22 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. პიერ საჟის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 7 დეკემბერს, “ანჟერის” წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მეორე ლიგის გუნდმა თასი მოიგო და ევროპაზე ითამაშებს

მამარდა მსოფლიოში მეათე მეკარეა, პირველი მისი კონკურენტია