ბუნდესმანშაფტის მწვრთნელი 14-წლიანი მუშაობის შემდეგ პოსტს დატოვებს.
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ოფიციალურ საიტზე აცნობა, რომ ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი თანამდებობას ევრო 2020-ის შემდეგ დატოვებს. ლიოვმა თავად ითხოვა კონტრაქტის გაუქმება, რომელიც ძალაში 2022 წლამდე მოქმედებდა.
61 წლის სპეციალისტი ნაკრებთან 2006 წლიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით გერმანიამ 2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატი და 2017 წლის კონფედერაციის თასი მოიგო. გარდა ამისა, 2008 წელს გერმანიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო 2010, 2012 და 2016 წლების მუნდიალზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ლიოვის მემკვიდრე ჯერ უცნობია.
გერმანიის ნაკრებამდე იოხიმი თურქულ, გერმანულ, შვეიცარიულ და ავსტრიულ კლუბებში მუშაობდა.
2021 წელს ჩასატარებელ ევრო 2020-ის ჯგუფში გერმანია საფრანგეთთან, პორტუგალიასთან და უნგრეთთან ითამაშებს.
GIPHY App Key not set. Please check settings