კრიშტიანო რონალდოს ტრანსფერი „იუვენტუსიდან“ „მანჩესტერში“ გარი ლინეკერის ბაღში დასრულდა. ამის შესახებ თავად ყოფილმა ვარსკვლავმა ისაუბრა.
„გავშლი ბანქოს: ედ ვუდვორდი ჩემი კარგი მეგობარია, ის მეზობლად ცხოვრობს. მან რონალდო ჩემ ბაღში ყოფნის დროს გაიფორმა! როდესაც შემოვიდა, ტელეფონით ჟორჟე მენდეშს (ფეხბურთელის აგენტი) ესაუბრებოდა. იმედია, ზედმეტს არ ვლაყბობ! ფანტასტიური ფოტო მაქვს, რომელზეც ის ტელეფონით საუბრობს, ერთხელაც თუ ვუდვორდი თანახმა იქნება, გაჩვენებთ“, – უთხრა ლინეკერმა Match of the Day Top 10-ს.
კრიშტიანო „მანჩესტერში“ 1 აგვისტოს გადავიდა და 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, 1 წლით გახანგრძლივების ოფციით.
GIPHY App Key not set. Please check settings