Enfieldwatch.co.uk, რომელიც “ლივერპულთან” ერთობ დაახლოებულ წყაროდ ითვლება, ჩვენთვის ძალზე საინტერესო და სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს – “წითლები” ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებისა და თბილისის “დინამოს” მარცხენა მცველს – საბა ხარებაშვილს.
როგორც წერენ, “ლივერპულის” სკაუტებს ძალიან მოსწონთ ჭაბუკი ქართველის თამაში, ვისაც სხვადასხვა კლუბებიც აკვირდებიან დიდი ინტერესით და მათ მოწონებასაც იმსახურებს. ადრე ითქვა “რეალის” და “ბარსელონას” ინტერესზე. ვიცით, რომ მას სხვა ევროპული კლუბებიც უთვალთვალებენ დიდი ინტერესით.
ინგლისური მედიასაშუალება წერს იმასაც, რომ “ლივერპულის” ხელმძღვანელობა სირთულეს არ წააწყდება თბილისის “დინამოსთან” და თავად ხარებაშვილის მხარესთან მოლაპარაკების პროცესში. ეგაა, საბა 2026 წლის სექტემბერში თუ გადავა ალბიონზე, როცა 18 წელი შეუსრულდება.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings